გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, ეს ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს

23-11-2018

„ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ, რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები, ოჯახი, ახალგაზრდები რეჟიმმა გაანადგურა,“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მემორიალის გახსნაზე განაცხადა.


„მინდა სრულიად საქართველოს გიორგობა მივულოცო. ეს არის სიმბოლო იმისა, როცა ბოროტსა სძლია კეთილმა. ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები, ოჯახი, ახალგაზრდები რეჟიმმა გაანადგურა. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ გვინდა, ახალი საქართველო. გუშინ იყო სიმბოლური დღე, ფოტოგრაფების საქმე დასრულდა სამართლიანად და კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება სამართლიანობის აღდგენას. ჩვენ ყველანი თავის დროზე ამისთვის ვიბრძოდით, სამწუხაროდ, ეს ბრძოლა არ დასრულებულა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031