გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალს შეხვდა

24-11-2018

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალთან, გენერალ ოსტინ სკოტ მილერთან შეხვედრა გამართეს.


ამერიკელ გენერალთან საუბრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გენერალმა მილერმა ხაზი გაუსვა ქართული შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მნიშვნელობას ავღანეთში და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.


შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე,ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და მისი ახალი შემცვლელი პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031