გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: "ნაცმოძრაობა" 2012 წლამდე აჩვენებდა თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება, დღეს კი არჩვენებს, როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია

25-11-2018

"2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობა სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს აჩვენებდა როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი, დღეს კი ეს ძალა აჩვენებს თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია"-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ვერაზე, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.


,,მოსახლეობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე , ვისაუბრეთ ამ არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ ავუხსენით მათ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სიმშვიდე და სტაბილურობა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის სტაბილურობა და სიმშვიდე, ძალიან მარტივია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება დაპირისპირება და არ დავუშვებთ მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, გადატრიალებებს, რევოლუციას და ასე შემდეგ. სიტუაციას ვაკონტროლებთ და თუ რაიმე გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველას მოუწევს აგოს პასუხი“,- განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა ისაუბრა იმ ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიაზეც, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დღეს უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს აწარმოებს.

,, 2012 წლის შემდეგ მე ასეთი მძიმე საარჩევნო კამპანია არ მახსოვს. ასეთი სიბინძურე, ცილისწამება, პირადი შეურაცხყოფობები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა დღეს უკვე ოპოზიციაში და სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს აჩვენებენ როგორი არ უნდა იყოს და როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. 2012 წლამდე ისინი აჩვენებდნენ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი საკუთარი მოსახლეობის წინაშე,-აღნიშნა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031