ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
20-12-2017
კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელსაც დაბა ვოზრელის მცხოვრების დაჭრა ედება ბრალად.
უკრაინული მედიის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში, ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა სარსუსათო მაღაზიაში ადგილობრივი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად კი სამართალდამცავებმა დადგინეს, რომ საქმეში დამნაშავე 49 წლის ქართველია, რომელიც წარსულში „კანონიერი ქურდის“, ახლა კი კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსით სარგებლობს.
უკრაინული მედიის ცნობით, წარსულში, საზღვარგარეთ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, 2014 წელს კი ძარცვის ბრალდებით, უკრაინაში 8-წლიანი სასჯელი მოიხადა.
„საერთო ჯამში დაკავებულმა საპატიმრო დაწესებულებებში 27,5 წელი გაატარა. ბოლოს ციხიდან 2016 სექტემბერში გამოვიდა, 6 თვის შემდეგ კი უცნობ პირთან კამათის დროს არგუმენტის სახით ცივი იარაღი გამოიყენა” - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდი“ კიევის ოლქში დააკავეს. ჩადენილი დანაშაულისთვის მან შესაძლოა ციხეში 5-დან 8 წლამდე გაატაროს.
წყარო: newposts