გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„Rg.ru”(რუსეთი): ამერიკის არმიამ ქართველებს იმედი გაუცრუა

22-01-2018

„სამშაბათს, აშშ-ის თავმოყვარეობას სერიოზული დარტყმა მიაყენეს და იცით, სად? უბედურება იქიდან მოვიდა, საიდანაც ვაშინგტონი აშკარად არ ელოდა: კავკასიელმა „სტრატეგიულმა მოკავშირე“ საქართველომ ამერიკელებს იმედები გაუცრუა“-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Российская газета»-ს მიერ ვლადისლავ ვორობიოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:


განგაშის ზარს „ენდეაი“-ს (NDI - აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) ექსპერტებმა შემოჰკრეს: მათ ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად გამოარკვიეს, რომ ქართველები თურმე თვლიან - სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი აშშ-ზე უფრო ძლიერიაო.


„თქვენი აზრით, რომელი უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი თუ აშშ?“, - ასეთი კითხვა დაუსვეს ექსპერტებმა ქართველებს. აშკარაა, რომ ისინი სრულიად სხვა პასუხს ელოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამერიკელები სამხედროები რეგულარულად „სტუმრობენ“. ისინი ეხმარებოდნენ ქართულ არმიას (მიხეილ სააკაშვილის მთავარსარდლობით) სამხრეთ ოსეთთან ომის წინ. აშშ-ის სამხედრო გემები ღუზას ხშირად აგდებენ საქართველოს შავი ზღვის პორტებში, ატარებენ ერთობლივ წრთვნებს. ანუ პენტაგონი ქართველების წინაშე დაბეჯითებით ახდენს აშშ-ის არმიის ძალის დემონტრირებას, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე უდიდესი „თავდაცვითი“ ბიუჯეტი აქვს.


მაგრამ საქართველოს მოსახლეობაზე ამგვარი დემონტრაციები შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, რაც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმაც ასპროცენტიანად დაადასტურა: პენტაგონს ქართველების უმრავლესობა არ სწყალობს. მაინც რა გამოავლინეს „ენდეაი“-ს ექსპერტებმა? გამოკითხულთა 41 პროცენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის არმია აშშ-ის არმიაზე ძლიერია. 36% პირიქით თვლის, 15% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი და აშშ სამხედრო ძლიერებით ერთმანეთის თანასწორია. სულ გამოიკითხა 2300-მდე ადამიანი.


სიტყვამ მოიტანა და მკითხველს გავახსენებთ, რომ ამჟამად NDI-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაითი, რომელმაც 2016 წლის აპრილში რუსეთს „რაკეტებიანი ბანგლადეში“ უწოდა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930