28-11-2018
ბათუმში, მე-17 საარჩევნო უბდინდან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
უბნის თავმჯდომარის განცხადებით, დამკვირვებელი ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს სთხოვდა და სახელსა და გვარს ეკითხებოდა.
„ყველა ამომრჩეველს სთხოვდა პირადობის მოწმობას, ეკითხებოდა გვარებს ხმამაღლა, ხელს უშლიდა პროცესს, ამიტომაც შევადგინეთ გაძევების ოქმი”, – განაცხადა მე-17 უბნის თავმჯდომარემ.
დამკვირვებელმა, საარჩევნო უბანი მას შემდეგ დატოვა, რაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. თავად გაძევებული კი აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელია და არა „ნაციონალური მოძრაობის“.