გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ხმა ბოროტების და ძალადობის წინააღმდეგ მივეცი

28-11-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ მისცა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს.

„მე დღეს ჩემი პრინციპული არჩევანი გავაკეთე და ხმა ბოროტების, ძალადობის წინააღმდეგ მივეცი. ჩვენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა და ჩარეცხვა ადამიანებისა, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები. ჩვენ პირიქით, უნდა გავაერთიანოთ საქართველო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031