გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ხარაგაულში ოპოზიციამ უბანზე არასაკმარისი ბიულეტენების გამო საჩივარი დაწერა

28-11-2018

ხარაგაულში, 24-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, ამ უბანზე 300 ბიულეტენია, ხოლო სიაში 308 ამომრჩეველია.


საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რომან ტაბატაძე ადასტურებს, რომ უბანზე 308 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის განმარტებით, საარჩევნო უბნებისთვის გადასაცემ ბიულეტენებს ცესკო განსაზღვრავს და საარჩევნო უბანს იმდენი ბიულეტენი გადაეცა, რამდენიც ცესკოსგან მითითებულ ბიულეტენების განაწილების სქემაშია აღნიშნული.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728