გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: სპეცოპერაციამ ძალიან ბევრი კითხვა დაბადა, რასაც პასუხი სჭირდება

2-12-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც უკრაინის შეიარაღებული მოქალაქეები დააკავეს, ძალიან საყურადღებო ფაქტია.


„მე ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, რატომ და როგორ დაემთხვა, ან რა მიზანს ემსახურებოდა იმ ადამიანების ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში დღეს, ამ აქციის პარალელურად. ამ ადამიანების საქმიანობა უკავშირდება სამხედრო შენაერთებს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების პროცესთან დაკავშირებულ პირებს.


ბუნებრივია, საეჭვო გარემოებაა, რა კავშირი აქვს მათ ჩამოსვლას ამ დაგეგმილ აქციასთან და იმ პროვოკაციებთან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და შეიძლება კიდევ აქვთ ეს განზრახვა, ამიტომ, ეს კითხვები არის და პასუხი ჭირდება“-განაცხადა ბესელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031