გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
გრიგოლ ვაშაძე: ბოდვაა როცა ამბობ, რომ მოსკოვთან დასალაპარაკებლად ბრიუსელ-ვაშინგტონის მწვანე შუქს ელოდები

2-12-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დასავლეთი მოხარული იქნება, თუ საქართველო საკუთარი პრობლემების მოგვარებას თვითონ დაიწყებს.


ეს განცხადება ვაშაძემ ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია BBC-ისთან ინტერვიუში გააკეთა.


„როცა მთელი მსოფლიოს გასაგონად ამბობ, რომ ზიხარ და ბრიუსელ-ვაშინგტონს ელოდები, როდის აგინთებენ მწვანე შუქს მოსკოვთან დასალაპარაკებლად, ეს სრული ბოდვაა. იმიტომ, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი შენს თავისუფლებას არ ზღუდავენ, ისინი მხოლოდ მოხარულნი იქნებიან იმით, თუ შენ თვითონ დაიწყებ საკუთარი პრობლემების მოგვარებას. დასავლეთს თავისი პრობლემებიც თავზე საყრელი აქვს - ბრექსითიო, გიბრალტარიო, კატალონია, და ბევრი სხვა რამ...“-განაცხადა ვაშაძემ.


p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031