გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

4-12-2018

მსახიობ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ავრცელებს.

 

"ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ - გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა.

ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება. კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში.

 

იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ",-ნათქვამია განცხადებაში.


pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031