გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება

4-12-2018

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსიით, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ "კომერსანტი" წერს.

 

ასევე, 140-დან 60-მდე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა.

 

პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

 

მანამდე არსებულ პროექტში პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტიდან 9 800 000 ლარი იყო გათვალისწინებული. ასევე გათვალისწინებული იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარის ოდენობით.

 

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930