გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნიკა რურუას ოჯახს გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა – ”როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს”

5-12-2018

პოლიტიკოს ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა. ის ზანდუკელის ქუჩაზე, პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ მივიდა.


გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და ნიკა რურუას ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა.


„მე ნიკოლოზს ვიცნობ არა ერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც ნიკა რურუა ცხოვრობდა, დილიდან ხალხმრავლობაა. პოლიტიკოსის ოჯახს მისი თანამოაზრეები, ახლობლები და მეგობრები უსამძიმრებენ.


კულტურის ყოფილი მინისტრი გუშინ, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილემ, საზოგადოებას თავი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლით დაამახსოვრა.


ნიკა რურუას სახელს უკავშირდება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსება თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოში გადმოსვენება და გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი.


ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ.



Akhalitaoba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930