6-12-2018
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება, უკმაყოფილებას გამოხატავს NATO-ს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომელიც მან საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ჯარების გაწვევისა და დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების შეწყვეტისკენ.
“აფხაზეთის საგარეო უწყების მინისტრი NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას მორიგ პროვოკაციად აფასებს, რომელიც დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში. ასეთი განცხადებები მაღალჩინოსანი ევროპელებისგან მიმართულია აგრესორი ქვეყნის მხარდასაჭერად, რომლებმაც გენოციდის და შეიარაღებული აგრესიის არაერთი აქტი განახორციელეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მიმართ”, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024