6-12-2018
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც გრიგოლ ვაშაძე რუსეთის აგენტი არ არის.
ეს განცხადება ბერძენიშვილმა ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ გადაცემა „არამრგვალი მაგიდის“ ეთერში გააკეთა.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სალომე ზურაბიშვილი დასავლელია, იმათია თუ იმათი არ არის. ცხადია, იგი რუსეთის და ვლადიმერ პუტინის არანაირი აგენტი არ არის, ისევე როგორც არ არის „კაგებეს“ აგენტი და ოფიცერი გრიგოლ ვაშაძე. ორივე მხარე ერთმანეთს ლანძღავდა. საერთოდ, ეს ყველაზე უარესი საარჩევნო კამპანია იყო, რომელიც საქართველოში ამ 28 წლის განმავლობაში გამართულა. პრობლემა იმდენად სალომე ზურაბიშვილში არაა, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში. ყველა წინა ხელისუფლება - ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა საბოლოოდ ერთ შედეგამდე მიდიოდა - ისინი უარს ამბობდნენ კოალიციაზე, პოლიტიკურ კონკურენციაზე, ქმნიდნენ რაღაც ფსევდოპარტიებს... ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს პლურალიზმის განვითარებას ქვეყანაში“-აცხადებს ბერძენიშვილი.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge