გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა

7-12-2018

საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, შვიდ დეკემბერს გააუქმა.

 

გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოცხადდა, რადგან სასამართლომ ამ საკითხზე ამ დრომდე ორჯერ, 2012 და 2014 წლებში უკვე იმსჯელა. ორივე შემთხვევაში ის სამართლებრივი ნორმა გააუქმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების უფლებას უზღუდავდა.

 

საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტი 30 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრებმა შეიტანეს. მაშინ აიკრძალა საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა.


sknews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728