9-12-2018
ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს:
„ამას ჰქვია დაშვებული შეცდომების გაანალიზება?! - მალხაზ არქანიას ერთ-ერთი მწამებელი, კობა ახვლედიანი ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა!
იმედია ახალი მთავარი პროკურორი და ამ უწყებაში არსებული შესაბამისი სამსახური დაინტერესდება რატომ არ მოახდინა რეაგირება არქანიას საქმეზე მომუშავე გამომძიებელმა და პროკურორმა მალხაზ არქანიას მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომელშიც მკაფიოდ ამბობს, როგორ სტუმრობდა კობა ახვლედიანი N8 საპყრობილეს მეგის ქარდავასთანერთად და როგორ ღებულობდა მონაწილეობას მის წამებაში.
მალხაზ არქანიას ფეხზე დღემდე აქვს კობა ახვლედიანის მიერ მიყენებული ნაიარევი.
აქვე შეგახსენებთ, რომ მალხაზ არქანია გახლდათ პირველი ადამიანი (პატიმარი), ვინც ციხეში წამების უსასტიკეს მეთოდზე გაბედა და ღიად ილაპარაკა, ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს, 2011 წელს.
კობა ახვლედიანთან დაკავშირებული ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გადავამოწმე მალხაზ არქანიას უფლებებისდამცველ ადვოკატთან, ლექსო არქანიასთან, რომელმაც აღნიშნული დამიდასტურა და დასძინა, რომ მან არაერთხელ მიმართა პროკურატურას ახვლედიანის დაკითხვის შესახებ, მაგრამ პროკურატურამ რეაგირება არცერთხელ არ მოახდინა“ - წერს ნინო მიქიაშვილი.
16-11-2024
16-11-2024