23-01-2018
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ი საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
JSW Group-ის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ კომპანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული.
საუბარია მსხვილ ინვესტიციაზე, რომლის შესახებ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
JSW Group-ი მრავალ მილიარდ-დოლარიანი კონგლომერატია, რომელიც, ძირითადად, ფოლადის, ცემენტის წარმოებისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საქმიანობს.
19-12-2024
18-12-2024