11-12-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა Audi-ს მარკის ავტომანქანას დაეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.