გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

23-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ზ.ა. და 1993 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.


დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიბით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 4 მარტს, აბაშაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით "TBC” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს, 250 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 236 - ე მუხლის მე-4 ნაწილით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031