გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირი, რომელიც სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით ფულის გამოძალვას ახდენდა, პოლიციამ დააკავა

23-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ს. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს. რამდენიმე თვის განმავლობაში ზ.პ.-ს დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. თანხის არ გადაცემის შემთხვევაში კი - ბრალდებული დაზარალებულს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის, კერძოდ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა.


გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031