25-12-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13:30 საათიდან14:30 საათამდე შეზღუდვა ჭიჭინაძისქუჩის მაცხოვრებლებს, 15 საათიდან 16 საათამდე მოსკოვის გამზირის IV კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IIIმიკრორაიონის(ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე სოფელი დიღმის(ნაწილობრივ), ნატბეურების დასახლების, დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯნის, ტარიელის, ავთანდილის, შერმადინის, ასმათის, ხატაეთის, რამაზის, უსენის, დავარის, ჰაინრიხ კლაპროთის, ბარონ დე ბასის, ფატმანის, ერედვის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, არქანჯელო ლამბერტის, სტრაბონის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ფუბერტის, ნიკო ბურის, რაზმაძის, იაკობ რაინეგსისდა ჰუგო ჰუბერტის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 12 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ნონა გაფრინდაშვილის და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ), სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) და გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე კი გლდანის მასივის I, III, IIIა, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.