გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოტარიუსთა პალატა დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

25-12-2018

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მხრიდან ნოტარიუსთა კორპუსის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. პოლიტიკოსმა ნოტარიუსთასისტემა მოიხსენია, როგორც „ნოტარიუსის კანტორა“. “ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ", - განაცხადა მან.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობა განმარტავს, რომ თითოეული სანოტარო აქტი, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს, ემყარება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ პირთათავისუფალ ნებას, რომლებიც აქტის გასაფორმებლად მიმართავენ ნოტარიუსს. ნოტარიუსის პროფესია საპასუხისმგებლო და პატივსაცემი საქმიანობაა, რომელის მისამართით გაკეთებული დამაკნინებელი განცხადებები ვნებს ქართული სანოტარო სისტემის იმიჯს და დაუმსახურებლად შეურაცხყოფს ნოტარიუსის პროფესიას და თითოეულ ნოტარიუსს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ნოტარიუსების შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და სანოტარო საქმიანობის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებისაგან, დეპუტატ დავით ჭიჭინაძისაგან კი ბოდიშის მოხდას ელის იმ 265 ნოტარიუსისათვის, რომლებიც დღეს სანოტარო საქმიანობას ეწევიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031