31-12-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის VIIმიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე სოფელი დიღმის, ფატმანის, შერმადინის და ერედვის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.