3-01-2019
აჭარაში H1N1 ვირუსით, ბოლო მონაცემებით 4 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გორში გრიპის ვირუსით ქალი გარდაიცვალა, თუმცა არის თუ არა ეს გრიპი H1N1 ჯერჯერობით უცნობია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა. უახლესი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, წინა კვირაში კი ეს მაჩვენებელი 1000 ათას მოსახლეზე 221 ადამიანი იყო.
31 დეკემბერს ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსების 95% ე.წ. ღორის გრიპია.