გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მოგერინის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია

3-01-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც მოგერინი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საქართველოს შესახებ წერს.


"მადლობელი ვართ საქართველოს ნამდვილი მეგობრის, ფედერიკა მოგერინის იმ სტატუსისთვის, რომელიც მან გამოაქვეყნა და სადაც საქართველოს, ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორს უწოდებს.


ეს იმის დადასტურებაა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობამ და ევროკავშირისთვის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია"-წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.


ფედერიკა მოგერინიმ დღეს სტატუსი გამოაქვეყნა.


„ოქტომბერში პატივი მქონდა გამეხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც მსოფლიოში უძველესია. წლევანდელ ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველო იყო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმაზე საუბარი, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ, ევროპელებს, ჩვენს კულტურასა და იდენტობას“ – წერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930