3-01-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კი სულხან ცინცაძის, საბურთალოს, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ნიაღვრის ქუჩის მაცხოვრებლები.
17-01-2025
17-01-2025
16-01-2025