გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხინვალის  ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსული არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდა

24-01-2018

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების რუსული არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

კანონს მხარი დეპუტატმა სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა.

 

„რუსეთმა საკუთარი არმიის ძლევამოსილება დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოს. არ უნდა გვერიდებოდეს სხვა ქვეყნებში ჩვენი კონტიგენტის გაზრდა, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების ბიუჯეტის ხარჯზე. თუ ვხედავთ, რომ ამერიკელები თავხედურად აწვდიან საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინების სისტემებს, მაშინ ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს და საჯაროდ გავატაროთ მსგავსი ღონისძიებები მეგობარ ქვეყნებთან.

 

იმის ნაცვლად, რომ ქვეყნებს მივცეთ კრედიტები და შემდეგ ვალი ვაპატიოთ, აჯობებს ამ თანხით დაგვიკვეთონ ტექნიკა და შემდეგ დემონსტრაციულად მივაწოდოთ შეიარაღება. განცხადებებით და ხისტი წერილებით ოჯახში წესრიგს ვერ დავამყარებთ, ამისთვის საჭიროა მხოლოდ შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და მსოფლიოსთვის ჩვენი ძლევამოსილების დემონსტრირება“-განაცხადა რუსეთის სათათბიროს „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციის წევრმა ალექსანდრ შირინიმ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031