გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები შოუბიზნეს დაიჯესტი ინტერნეტ დაიჯესტი
ნინი ქარსელაძე: ამ ოქროს თაობის უმრავლესობა ნარკოტიკმა შეიწირა

24-01-2018

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალური ქსელში ნარკოტიკების თემას ასე ეხმაურება:

„ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია ვაი ამ სიცოცხლეს. სხვათაშორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახისშვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა? უმრავლესობა ჩემთვის ავადსასხსენებელმა- ნარკოტიკმა შეიწირა.


ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. საკმარისია!!! ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ, მხოლოდ ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს…შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან რაში აქვთ თავი გაყოფილი… დროა მორჩეს იმ ხალხის “გაპიარება” ტელევიზიებით, რომელიც ცოტა “გასული”, კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს.


რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ…


P.S. პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც… და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს…”

alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031