გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი: დარწმუნებული ვარ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და ჩვენს საზოგადოებას

12-01-2019

"არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარკვეულ სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს. ეს გულისხმობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებისა და დაინტერესებული ექსპერტების მონაწილეობას"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, ეს საკმაოდ ფართო ფორმატი არსებობს და ამ ფორმატში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.


"ეს იქნება ორგანული კანონი, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტს შემოიტანს იმისთვის, რომ კრიტერიუმები არ იყოს სუბიექტური და ინტერპრეტირებადი. რისკი იმისა, რომ იგივე კანდიდატები კვლავ მოხვდნენ სიაში, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ კრიტერიუმები არის ერთი ეტაპი, სადაც მოხდება სამართლიანი შერჩევა და მეორე არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი კონკრეტული კანდიდატების მიმართ. ამ შემთხვევაში ეს იქნება დაბალანსებული და მე დარწმუნებული ვარ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და ჩვენს საზოგადოებას"-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031