გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ნოდია: პრობლემა იმაშია, რომ ვეღარავინ ამბობს კარგი სასამართლო როგორ მივიღოთ

12-01-2019


"ერთი არაპოპულარული რამე უნდა ვთქვა. მთელი პროგრესული საზოგადოება აღშფოთებულია (ეკა ბესელიაც კი მის მხარეს აღმოჩნდა), რა ცუდი უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია წარუდგინეს პარლამენტს. რომ მიიღოს პარლამენტმა, საბოლოოდ დასამარდება მართლმსაჯულება და ა. შ.
სასამართლო რომ ცუდ დღეშია და ხელისუფლებას რომ მასზე სრული კონტროლი უნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. შეიძლება, ეს კონკრეტული მოსამართლეებიც ცუდი ხალხია - არც ამაზე ვაპირებ დავას, არ ვიცნობ"-ამის შეესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე წერს.


მისი შეფასებით, პრობლემა იმაში კი არაა, რომ ამ სიაში ცუდი ხალხია, არამედ იმაში, რომ ვეღარავინ ამბობს, კარგი სასამართლო როგორ მივიღოთ.


"ინსტიტუციური რეფორმები, რაც აქამდე განხორციელდა, ძირითადად შეესაბამება ევროპელების რჩევებს. მათი ძირითადი იდეა ისაა, რომ მოსამართლეები მაქსიმალურად განთავისუფლდნენ პოლიტიკოსების გავლენებისგან. მას შემდეგ, რაც ისინი უვადოდ დაინიშნებიან, ხელისუფლებას აღარ ექნება ბერკეტები სასამართლოზე გავლენის მოსახდენად და ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი გახდება. ის მოსამართლეებიც, ვისაც ახლა ყველა აგინებს, აქამდე ნებისმიერ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ იმიტომ, რომ მასზე იყვნენ დამოკიდებული; უვადოდ რომ გავამწესებთ, ხელისუფლებას აღარ დაუჯერებენ.


აქამდე ეს ხედვა იყო სასამართლო რეფორმის მანათობელი შუქურა. თუ ეს სწორი თეორია იყო, მაშინ ახლა რაღას ვეწინააღმდეგებით? თუ არ არის სწორი თეორია, მაშინ სწორი რომელია? მურუსიძე თუ ჩითრიკაშვილი რამდენად კარგი თუ ცუდი მოსამართლეები არიან, ეს ნაკლებად მაინტერესებს"-აცხადებს ნოდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930