12-01-2019
ცნობილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე, მას შემდეგ, რაც საბჭოთა წყობილებასა და კომუნიზმის მომავალს უნდობლობა გამოუცხადა, როგორც მოსალოდნელი იყო, საყოველთაო კრიტიკისა და ლანძღვის ობიექტი გახდა.
1935 წელს გამოსული გაზეთი „სიტყვა და საქმე“, ვინმე ნოე ზომლეთელის ფსევდონიმით მოქმედი პირის წერილს აქვეყნებს, სადაც, გრიგოლ რობაქიძე საქართველოს მტრად არის დახატული:
„გრიგოლ რობაქიძე - ყოველთვის იყო ბურჟუაზიის მწერალი და მხოლოდ პირმოთნეობის საქმე იყო მისი „ლოიალობა“ ჩვენ მიმართ. დღეს მან ნიღაბი აიხადა და გვიჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე. რობაქიძე, რომელსაც საბჭოთა საქართველომ თავის დროზე მისცა შესაძლებლობა გამოეჩინა თავისი ნიჭი და საკუთარი ხალხისთვის ემსახურნა -გაექცა თავის ქვეყანას. მას თითქოს უყვარდა „თავისი ერი“. თურმე მისთვის ის ერია საყვარელი, სადაც მყვლეფელთა უკანასკნელი ფაშისტური ხელისუფლება ბატონობს.
საქართველოს მშრომელი მკითხველი მხოლოდ თავის მოსისხლე მტერთა რიცხვში მოიხსენიებს ამ „ეროვნულ“ პოეტს. ნოე ზომლეთელი“-წერს გაზეთო „სიტყვა და საქმე“. (სტილი დაცულია)
NSP.GE ©