გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ხვალ საფრანგეთს ეწვევა

13-01-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 14-16 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს, ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და ფრანგი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის სასაფლაოსა და მამულს მოინახულებს.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდება და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ქართველი სახელმწიფო მოღვაწის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, ირაკლი აბუსერიძე, დავით სონღულაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, პაარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031