გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილის განცხადებით ის ციხის მაყურებლად დანიშნეს და ამბობს, რომ „პალაჟენიის“ დაყენებას აპირებს

20-12-2025

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ციხის მაყურებელია და იქ „პალაჟენიის“ დამყარებას აპირებს.


ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად და N1 პოლიტპატიმრად. საიდან ვიცი? ნუ თუნდაც იქიდან, რომ ყოველ ჯერზე მათავსებენ ყველაზე შორეულ საკანში, ყველაზე მაღალ სართულზე, დერეფნის სულ ბოლოში. საგანგებოდ ისეა მოწყობილი, რომ მზე არცერთი მხრიდან არ უდგებოდეს.

 

აქედან ყველაზე ბევრი სავალია ექიმამდე, ადვოკატამდე და შხაპამდე. აქ ყველაზე ბოლოს აღწევს საკვები და მაღაზიის შეკვეთები. აქ ვარ იმიტომაც, რომ ყველაზე ბოლოს ჩემს გაშვებას აპირებენ და ვინიცობაა ვინმემ განიზრახა ჩემი განთავისუფლება, უფრო ძნელად მომწვდება.

 

"სასეირნოდ" რომ ჩავყავართ, დღეში ერთხელ, ისეთ ვოლიერში, რომლებშიც ცუდ ზოოპარკში ლომები და ვეფხვები რომ ჰყავთ დამწყვდეული, იქიდან ამოვდივარ მთლიანად ცემენტის ნარჩენებში ამოგანგლული.

 

რაც შეეხება იმ ქოცებს, რომლებზეც ყვარყვარე გამწყრალია, ისინი იმყოფებიან ქვედა სართულებზე დერეფნის დასაწყისში. ამიტომ, როგორც მაყურებელი, ვაპირებ აქ პალაჟენიის დაყენებას, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ” - წერს სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031