გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან კაკულია FREEDOM HOUSE-ის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადება ზეგავლენას ახდენს საზოგადოების იმ ნაწილზე, ვისაც კომპეტენტურად მიაჩნია ეს ორგანიზაცია

18-01-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას შეფასებით, განცხადება, რომელიც FREEDOM HOUSE-ის წარმომადგენელმა გააკეთა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუმცა პოლიტიკურად მიუკერძოებელმა ადამიანმა ოთხ ძირითად ფაქტორს უნდა მიაქციოს ყურადღება:


„პირველი - ასეთი ტიპის განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ის ზეგავლენას ახდენს საზოგადოების იმ ნაწილზე, ვისაც კომპეტენტურად მიაჩნია ეს ორგანიზაცია. იმისდა მიუხედავად, ჩვენ რა დამოკიდებულება გვექნება მისი შინაარსის მიმართ, ეს განცხადება, სამწუხაროდ, უარყოფით და ნეგატიურ მუხტს უშვებს. მეორე - ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და იმ პერიოდში, როდესაც შეუდარებლად მეტად ირღვეოდა ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში, საკმაოდ გვიან მიაღწია ამ ინფორმაციამ დასავლურ ორგანიზაციებმდე. იყო კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ დემოკრატიის გაცილებით უფრო მძიმე პრობლემების დროს არ ყოფილა ასეთი შეფასება. ეს ფაქტი მესამე საკითხს აყენებს, რაც ინფორმაციის წყაროებს ეხება; თუ ვინ არიან მიმწოდებელნი იმ ინფორმაციის, რომლის საფუძველზე ეს ხედვა ყალიბდება. რადგან ისტორიული მეხსიერება გვახსენებს, რომ დემოკრატიასთან მიმართებით გაცილებით უფრო მძიმე შედეგები გვქონდა, რომელსაც ნაკლებად მტკივნეული შეფასებები მოჰყვებოდა ხოლმე, ამიტომ ჩნდება შეკითხვა - ტენდენციურობასთან გვაქვს საქმე თუ წყაროს არასანდოობასთან, რომელსაც ეს შეფასება ეყრდნობა. არსებობს მეოთხე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოცემულობა, თუ რას ფიქრობს შენი საზოგადოება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, ჩვენც ვაღიარებთ რომ დემოკრატიასთან მიმართებაში ყველაფერი იდეალურად შეიძლება არ იყოს დღეს, თუმცა ასეთ დრამატულ და რადიკალურ შეფასებას ვერ დავეთანხმები, რადგან დემოკრატიული პროცესები არ არის ერთჯერადად და მყისიერად მოსაგვარებელი საკითხი ისეთი ეკონომიკური განვითარებისა და იმ წარსულის მქონე ქვეყანაში, რომელიც ჩვენ გვაქვს“-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031