გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე უწყება განცხადებას ავრცელებს

20-01-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031