გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიკვიძის ბაღში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს

20-01-2019

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს.


განზრახ დაზიანებულია პლასტმასის ბოთლების ჩასაყრელად განკუთვნილი მილი და სენსორები. სამწუხაროდ, ეს აპარატების დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის.


ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა, გამოძიება სსკ–ს 187–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ თბილისს, მის ინფრასტრუქტურას და ყველაფერს, რაც დედაქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება. ასევე გავითვალისწინოთ, რომ ვანდალიზმის ფაქტი დასჯადია.


თბილისში მიუსაფარი ძაღლების კვებისთვის განკუთვნილი 3 აპარატი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიდგა და ისინი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.


მიუსაფარი ცხოველებისათვის განკუთვნილ აპარატების მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია - პლასტმასის 0.5 ლიტრიანი სტანდარტული ბოთლის ჩაგდების შემდეგ, ძაღლის საკვები ჩამოიყრება. დისპანსერში წყლის ჩასხმის შემდეგ კი მიუსაფარი ცხოველი წყლის დალევას შეძლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031