25-01-2018
ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველ ვიდეოკადრებზე, როგორ წესი, არ ჩანს მოძალადის სახე, რის გამოც მათი ვინაობის დადგენა სამართალდამცვლებისთვის ყოველთვის რთული იყო. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევიან დავადგინოთ პედოფილის ვინაობა მათი ხელებით.
დანდის უნივერსიტეტის პროფესორმა სიუ ბლეკმა შეიმუშავა მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მოძალადის ვინაობის დადგენა, მისი ხელების ნიშან-თვისებებით, რომელიც უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის.
როგორც პროფესორი ბლეკი ამბობს, ჩვენი ხელების ზოგადი ფორმა დამოკიდებულია გენეტიკაზე: "თუ გავეცნობით დეტალებს დავინახავთ, რომ თქვეს მარჯვენა და მარცხენა ხელს შორის განსხვავებები არსებობს", - აცხადებს პროფესორი.
უპირველეს ყოვლისა ბლეკი ხელებზე ვენების კონფიგურაციას აკვირდება. ის სპონტანურად, ჯერ კიდევ მუცლადყოფოფნის პერიოდში ყალიბდება. არ არსებობს ორი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც ვენების ერთი და იმავე პოზიცია აქვთ, თუნდაც ადამიანები იდენტური ტყუპები იყვნენ.
ამასთან, ერთი ადამიანის მარცხენა ხელზე ვენების სურათიც კი, განსხვავდება მარჯვენა ხელისაგან. კრიმინალისტებისთვის უნიკალურ ინფორმაციას ასევე წარმოადგენენ ნაიარევი ხელებზე.
პროფესორი ბლეკი დარწმუნებულია, რომ ანატომიის შესწავლა მომავალში, კიდევ უფრო გაამარტივებს დამნაშავეების მოძებნის საშუალებებს.