გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია ინტერვიუ
კავკასიური იოგა, რომლითაც ფარაონები სიცოცხლეს იხანგრძლივებდნენ - "მისი საქართველოდან გატანა მეცნიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა"

21-01-2019

 "მხო­ლოდ ტუ­ტან­ხა­მო­ნი კი არა, თით­ქმის ყვე­ლა ფა­რა­ო­ნი გა­მო­ხა­ტუ­ლია რა­ღაც სა­ზე­ი­მო ფორ­მა­ში და ხელ­ში ცი­ლინ­დრე­ბი უჭი­რავთ. გვიპ­ტო­ლო­გე­ბი ვერ არ­კვევ­დნენ რა იყო ეს ცი­ლინ­დრე­ბი, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და... ვა­ლევ­სკის წიგნ­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ცი­ლინ­დრე­ბის დამ­ზა­დე­ბა და ფუნ­ქცია, თუ რის­თვის იყე­ნებ­დნენ" - მკვლე­ვა­რი კახა ჭიღ­ლა­ძე გვი­ამ­ბობს კავ­კა­სი­ურ იო­გა­ზე, რომ­ლის ცოდ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ტა­ნაც მეც­ნი­ერს სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­და.

- სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­ში იყო საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნა, იმა­ზე მეტი ვიდ­რე ტი­ბეტ­ში, რად­გან სწო­რედ ტი­ბე­ტელ­მა ლა­მებ­მა გა­მო­აგ­ზავ­ნეს ცოდ­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად გრაფ ვა­ლევ­სკი ჩვენ­თან... ჩვენ­მა გან­დო­ბი­ლებ­მა ადა­მი­ა­ნი­სა და უჯრე­დის აგე­ბუ­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად იცოდ­ნენ, ყვე­ლა ას­პექ­ტში. რაც მთა­ვა­რია, იცოდ­ნენ ტვინ­ში ეპი­ფი­ზი-ჰი­პო­ფი­ზის ანუ გირ­ჩი­სებ­რი ჯირ­კვლის აგე­ბუ­ლე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მისი ფუნ­ქცი­ე­ბი, რისი შეს­წავ­ლაც მეც­ნი­ე­რებ­მა მხო­ლოდ 1990 წლი­დან და­ი­წყეს. ეს ცოდ­ნა კი გრაფ­მა ვა­ლევ­სკიმ სვა­ნეთ­ში 1920-1922 წლებ­ში მი­ი­ღო. ასე­ვე გე­ტყვით"ფა­რა­ო­ნის ცი­ლინ­დრებ­ზე". მათ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე ეგ­ვიპ­ტო­ლო­გებს ათა­სი ვერ­სია ჰქონ­დათ, მაგ­რამ ვერ ად­გენ­დნენ, რას წარ­მო­ად­გენ­და ის ცი­ლინ­დრე­ბი, რომ­ლე­ბიც ქან­და­კე­ბებ­სა თუ ნა­ხა­ტებ­ში ფა­რა­ო­ნებს ეკა­ვათ ხელ­ში. მხო­ლოდ გრაფ ვა­ლევ­სკის წიგნ­შია აღ­წე­რი­ლი მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, დამ­ზა­დე­ბის ხერ­ხი და უამ­რა­ვი საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნა, მა­გა­ლი­თად: ოთხი სტი­ქი­ით ნათ­ლო­ბა, გრა­ვი­ტა­ცია, ლე­ვი­ტა­ცია, მე­ტა­ბო­ლიზ­მი, მა­გია, სხვა­დას­ხვა თე­რა­პია, ოკულ­ტიზ­მი, ადა­მი­ა­ნის სამ­შვინ­ვე­ლი, სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლი­კა და ა.შ... ეს ადას­ტუ­რებს, რომ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის აკ­ვა­ნი არის კავ­კა­სია-სა­ქარ­თვე­ლო, აქ იყო ის ღვთი­უ­რი ცოდ­ნა და აქე­დან გავ­რცელ­და მთელს მსოფ­ლი­ო­ში...


- უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გვი­ამ­ბოთ გრა­ფი ვა­ლევ­სკის წიგ­ნის შე­სა­ხებ...

 

- "კავ­კა­სუ­რი იოგა – სიკ­ვდი­ლი­სა და სი­ცო­ცხლის წიგ­ნი" გრაფ­მა ვა­ლევ­სკიმ გა­მოს­ცა. წიგნ­ში რაც წე­რია, მან ყვე­ლა­ფე­რი 1920-1922 წლებ­ში სვა­ნი გან­დო­ბი­ლე­ბის­გან ჩა­ი­წე­რა. იგი ორი წელი იმ­ყო­ფე­ბო­და მთებ­ში და სვა­ნებს და­პირ­და, რომ სხვებს ამ ცოდ­ნას არ გა­უმ­ხელ­და. გრა­ფი ვა­ლევ­სკი ნიუ-იორკში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მა­ღა­ზია ჰქონ­და და ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით ვაჭ­რობ­და, ამი­ტო­მაც უწევ­და ხში­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა და ამავდრო­უ­ლად იო­გით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. იგი ტი­ბე­ტელ­მა ლა­მებ­მა გა­მო­აგ­ზავ­ნეს კავ­კა­სი­ა­ში, რათა იო­გას მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნა აე­მაღ­ლე­ბი­ნა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რიც და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რიც სვა­ნეთ­ში, ხევ­სუ­რეთ­ში, მთლი­ა­ნად ჩვენს მთებ­ში ინა­ხე­ბო­და. არ ვიცი სვან გან­დო­ბი­ლებს რო­გორ მო­ა­წო­ნა თავი გრაფ­მა, მაგ­რამ მათ­თან ნდო­ბა­ში შე­ვი­და და მათ კავ­კა­სი­უ­რი იო­გას შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ან­დეს. გრა­ფი ვა­ლევ­სკი წა­ვი­და ნიუ-იორკში და 1922 წლი­დან 1956 წლამ­დე პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა. იგი ყვე­ლა­ფერს სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და. 1956 წელს კი წიგ­ნი დახ­ლებ­ზე გა­მოჩ­ნდა. არ­სე­ბობს ორი ვერ­სია: ჯერ წიგ­ნი და­ბეჭ­და და 3 დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ან ჯერ გარ­და­იც­ვა­ლა და შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი წიგ­ნი. მოკ­ლედ ეს წიგ­ნი სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­და და წიგნ­საც ასე ჰქვია - "სიკ­ვდი­ლი­სა და სი­ცო­ცხლის წიგ­ნი". თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბას ჯერ კი­დევ არ აქვს გა­შიფ­რუ­ლი, ის რაც "სი­ცო­ცხლი­სა და სიკ­ვდი­ლის წიგნ­ში" წე­რია. წიგ­ნის და­სას­რულს წე­რია, რომ მე­ო­რე ნა­წი­ლიც და­ი­ბეჭ­დე­ბო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე ნა­წი­ლის მო­პარ­ვას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

 

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­გა­ნაც აღ­მო­­ჩი­ნეს ცოდ­ნა კავ­კა­სი­­რი იო­გას შე­სა­ხებ?

 

- ბორ­ჯომ­ში ცხოვ­რობ­და ერთი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ვი­თომ შემ­თხვე­ვით მი­აგ­ნეს 1980-იან წლებ­ში რუს­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, უფრო სწო­რად სპეც­სა­მა­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა... რუს­მა მეც­ნი­ერ­მა, ეგ­ვიპ­ტო­ლოგ­მა და ფი­ზი­კოს­მა ბო­რის კოფ­ტუნ­მა ხელ­ში ჩა­იგ­დო ხელ­ნა­წე­რე­ბი... რო­გორც ჩანს, გრა­ფი ვა­ლევ­სკი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ცოდ­ნას რომ აგ­რო­ვებ­და ბორ­ჯომ­შიც მოხ­ვდა და ერთ-ერთ სახ­ლშიც ცხოვ­რობ­და, ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა იქ ხელ­ნა­წე­რე­ბი და ეს წა­ი­ღეს რუ­სებ­მა...

კავ­კა­სი­უ­რი იო­გა­დან ერთი რამ არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი: მხო­ლოდ ტუ­ტან­ხა­მო­ნი კი არა, თით­ქმის ყვე­ლა ფა­რა­ო­ნი გა­მო­ხა­ტუ­ლია რა­ღაც სა­ზე­ი­მო ფორ­მა­ში და ხელ­ში ცი­ლინ­დრე­ბი უჭი­რავთ. ეგ­ვიპ­ტო­ლო­გე­ბი ვერ არ­კვევ­დნენ რა იყო ეს ცი­ლინ­დრე­ბი, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და მას. ვა­ლევ­სკის წიგნ­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ცი­ლინ­დრე­ბის დამ­ზა­დე­ბა და ფუნ­ქცია, თუ რის­თვის იყე­ნებ­დნენ. კოფ­ტუნ­მა თა­ვის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, და­ამ­ზა­და ცი­ლინ­დრე­ბი და მას დღეს მოს­კოვ­ში ორას დო­ლა­რად ყი­დი­ან. ეს არის ლი­თო­თე­რა­პი­ის ერთ-ერთი ნა­წი­ლი. ერთი არის სპი­ლენ­ძის-მზის, მე­ო­რე კი ცინ­კის-მთვა­რის ცი­ლინ­დრი. მზი­სა­ში არის ნახ­ში­რი და მთვა­რი­სა­ში - მაგ­ნი­ტი. მთვა­რის მარ­ცხე­ნა ხელ­ში უნდა და­ი­კა­ვო, მზის - მარ­ჯვე­ნა­ში და სა­ხით მზის მი­მარ­თუ­ლე­ბით დად­გე. ზუს­ტად ასეთ პო­ზა­ში არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი ფა­რა­ო­ნე­ბი. ასე ას­რუ­ლე­ბენ იმ ვარ­ჯიშს, რაც დე­ტა­ლუ­რად არის მო­ცე­მუ­ლი კავ­კა­სი­ურ იო­გა­ში. ეს ვარ­ჯი­ში სი­ცო­ცხლეს ახანგძლი­ვებს და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ მუ­შა­ო­ბას უწყობს ხელს. ყვე­ლა­ფე­რი მოწ­მობს, რომ ფა­რა­ო­ნებს ეს ცოდ­ნა იბე­რი­ე­ლე­ბის­გან ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი. არც ერთი ფა­რა­ო­ნი არ ჩა­მო­სუ­ლა სვა­ნეთ­ში და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს არ უს­წავ­ლე­ბი­ათ, პი­რი­ქით იბე­რი­ლებ­მა გა­ი­ტა­ნეს ეს ცოდ­ნა. ფა­რა­ო­ნე­ბი იყე­ნებ­დნენ ამას და რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩვე­უ­ლებ­რივ ხალ­ხზე ორ­ჯერ მეტ­ხანს ცხოვ­რობ­დნენ. სვა­ნე­ბი და ჩვე­ნი, მთის ხალ­ხიც ძა­ლი­ან დიდ­ხანს ცო­ცხლობ­დნენ.


მე რო­დე­საც გრა­ფი ვა­ლევ­სკის წიგ­ნი ვთარ­გმნე, ერთ-ერთი ხევ­სუ­რი მო­ხუ­ცი და­მი­კავ­შირ­და, თბი­ლის­ში უნდა ჩა­მო­ვი­დე და გნა­ხოო. მან მი­თხრა,ამ წიგნ­ში რაც წე­რია, მე ყვე­ლა­ფე­რი ჩემი წი­ნაპ­რე­ბის­გან ვი­ციო. ხევ­სუ­რეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ზე­პი­რად იცოდ­ნენ, ასე­ვე იყო სვა­ნეთ­შიც. ასე, რომ ჩვენ ქარ­თვე­ლებ­მა უნდა აღ­ვიდ­გი­ნოთ ჩვე­ნი საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნა და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ პრაქ­ტი­კა­ში, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, რაც უფრო მეტი ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი, სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი, ფსი­ქი­კუ­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი გვე­ყო­ლე­ბა, მით უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ასე ძა­ლი­ან ჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს.



ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930