გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების მინისტრი: საამაყოა, რომ მასშტაბურ საერთაშორისო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი ქართველმა მოსწავლემ აჩვენა

22-01-2019

„ამ მოსწავლეების დიდი წარმატება შედეგია სკოლის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთიანი ძალისხმევის და ეს არის საუკეთესო მაგალითი როგორ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენს მიერ დაანონსებული რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - სკოლის, მასწავლებლების და მათი მოსწავლეების სრულფასოვანი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“ - განაცხადა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან შეხვედრისას.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10-15 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოდან თბილისის კომაროვის და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.

საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სამინისტროს ცნობით, ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა ოლიმპიადაში გამორჩეულად წარმატებული იყო, კომაროველი ნიკოლოზ ბირკაძე კი, ერთადერთია, რომელმაც ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა.


მინისტრმა მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
საქართველოს გუნდების საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930