გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 იანვარს გაიმართება

22-01-2019

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 დეკემბერს, 11.00 საათზე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში “ გაიმართება“, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.


მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც პარტიისა და პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან, უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრია მიწვეული.

„საპარლამენტო უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრს აქვს მოწვევა უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად, რომელიც ჩატარდება ხუთშაბათს, 11.00 საათზე პარტიის ოფისში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, სხდომაზე საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ.

„უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომაზე მსჯელობა გვექნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.


ასევე, ვიმსჯელებთ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031