გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ რაც უფრო აულოკავ ფეხს, უფრო შეიძლება ფეხი დაგვაბიჯოს

28-01-2019

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.


ფილადელფიაში დიასპორასთან შეხვედრის მთავარი თემა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა - „ერთად სახლში“ იყო.


როგორც ექსპრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, ის რუსეთისგან ყველაზე უმართავი პოლიტიკური ლიდერია და მას პუტინი ვერასდროს მართავს.


„კრიტიკას მე კარგად ვიღებ, ოღონდ ის, რომ რუსეთი მე მმართავს, უკვე იუმორის სფეროც აღარ არის. მე ყველაზე უმართავი პოლიტიკური ლიდერი ვარ, მსოფლიოში არ არის ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც პუტინი ჩემნაირად ყველაზე ნაკლებად მართავს. ამიტომ გამოყოფს ის ყოველთვის ერთ სუბსტანციას მუდმივად ჩემ მიმართ“-განაცხადა სააკაშვილმა.


მისივე თქმით, რაც უფრო მეტად გადაუსვამ მტერს თავზე ხელს, მით უფრო მეტი შანსია „ფეხი გკრას და გადაგიაროს, თავის დახრა კი ზოგ ადამიანს კარგი ჰგონია.“


„ბევრს მიაჩნია, რომ თუ ერთი ადგილი არ მიეცი და ბაბაია დათვს არ უძახე, მაშინ შენ აყენებ მავნებლობას ქვეყანას. არსებობს უინსტონ ჩერჩილის კონცეფცია და არსებობს ჩემბერლენის კონცეფცია, არსებობს ბაბაიას სახელის კონცეფცია და არსებობს დავით აღმაშენებლის კონცეფცია. არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილი რადგან პუტინს თავს არ უხრიდა, ეს რუსეთს აწყობდა და რუსეთმა გამოიყენა ეს ფაქტი საქართველოზე თავდასასხმელად, ჯობდა ფეხები აგველოკა და იქნებ ფეხი არ გაეკრა, მაგრამ ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ რაც უფრო ფეხს აულოკავ მით უფრო შეიძლება ფეხი დაგვაბიჯოს, ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ ნიანგს რამდენიც არ უნდა აჭამო ბოლოს მაინც ხელს მოგაჭამს“-განაცხადა ექსპრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსებს მისი ფსიქოლოგია შესწავლილი აქვთ და იციან , რომ ის მათ თავს არასდროს დაუხრის.


„რუსეთმა ნამდვილად შეისწავლა ჩემი ფსიქოლოგია და მათ იციან, რომ მე არასდროს დავუხრი თავს. იცოდნენ, რომ მე შევუბრუნებდი ხელს, როცა ისინი საქართველოს დაესხნენ თავს, ეს არის რეალობა“-განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031