გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს ინფორმაციით, უწყება დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს

28-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.


„საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, კანონით დადგენილ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.


შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.


„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.



IPN.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031