გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო რეგიონის ლიდერია

31-01-2019

"Global Finance"-მა 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია.


მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველო უსაფრთხოების კუთხით 9,68 ქულით 49-ე ადგილს იკავებს.


რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.


"Global Finance"-ის წლევანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო უსაფრთხოების მაჩვენებლით რეგიონის ლიდერია. ამავე რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნები - სომხეთი 62-ე, აზერბაიჯანი 71-ე, თურქეთი 107-ე, რუსეთი კი 108-ე ადგილზე არიან. მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის საერთო რეიტინგში ლიდერებს შორის მოხვდნენ: ისლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.


ამერიკული გამოცემის "Global Finance"-ის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით შედგა, როგორებიცაა მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი, კრიმინოგენული მდგომარეობა, ადამიანის პირადი უსაფრთხოება, კონფლიქტის შესაძლებლობა და ბუნებრივი კატასტროფების რისკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031