გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მარიამ ჯაში - შესაძლებელია რელიგიის ისტორიის სწავლება გარკვეულ მუნციპალიტეტებში საპილოტედ 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყოს

26-01-2018

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, შესაძლებელია რელიგიების ისტორიის სწავლება გარკვეულ მუნციპალიტეტებში საპილოტედ 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყოს, - ამის შესახებ ჯაშმა ჟურნალისტებს სამების ახალგაზრდულ ცენტრში განუცხადა, სადაც სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

ჯაშის თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია შეთანხმება სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პედაგოგების საკითხს, მისივე თქმით, საგნის სწავლება შესაძლოა ჰუმანიტარული დარგების პედაგოგებმა შეითავსონ.

"როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომ შესაძლებელია რელიგიების ისტორიების სწავლება დაუბრუნდეს სასწავლო გარემოს არჩევით საგნად. მივესალმები ცოდნის შეტანას სკოლებში რელიგიების ისტორიების შესახებ, რადგან თეოლოგიის პრინციპები და რელიგიების ისტორია არის განუყოფელი ნაწილი ცივილიზაციის განვითარების, საკაცობრიო ისტორიისა და კულტურათაშორისი დიალოგის. სწორი ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება მრავალეროვან საზოგდოებაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის შეგრძნება და რაც მთავარია თავიდან ავიცილოთ ის უაღრესად ტრაგიკული განვითარება, რაც დღეს გვხვდება მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ის, რაც დღეს სამყაროში ხდება, არასწორი ცოდნის შედეგია რელიგიათა ძირითად საწყისებთან მიმართებაში. მივესალმები ამ ინიციატივას და დარწმუნებული ვარ და ჩემი კოლეგებიც საპარლამენტო გუნდიდან მხრს დაუჭერენ იმ ოპტიმალური პოზიციის ჩამოყალიბებაში, საკანონდებლო ბაზის შექმნაში, რაც რეალურად ჩვენს შვილებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლიბისა და რწმენისა, აესევე მათ, ვინც ათეისტურ არჩევანს აკეთებს საკუთარ ცხოვრებაში, რწმენის თავისუფლების გათვალისწინებით მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია ძირითადი, ტრადიციული რელიგიების ისტორიების შესახებ. 

ბუნებრივია, სკოლაში სწავლების პროცესში უნდა იყოს ჩართული შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი. როცა საქმე არის რელიგიების ისტორიის სწავლება, ყველაზე მართებულია ჰუმანიტრული დისციპლინების პედაგოგებმა შეუთავსონ აღნიშნული საგნის სწავლება შესაბამისი სწავლების და ტრენინგის შემდგომ. უმნიშვნელოვანესია, შეთანხმდეს სახელმძღვანელო, შეჯერდეს ის დომინანტი ეკლესიის, საპატრიარქოსა და სხვადასხვა კონფესიების ხელმძღვანელებთან. ჩვენ ახალგაზრდებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც რელიგიების ისტორიების, ასევე მათი წვლილის შესახებ საქართველოს კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ყველა ეტაპებზე. 

პედაგოგების გადამზადება შესაძლებელია მასწავლებელთა სახლში, სადაც პედაგოგთა გადამზადების სისტემაა აგებული ძალიან კარგად. მას შემდეგ, რაც სახელმძღვანელო შემუშავდება, დაიგეგმება პედაგოგების სასწავლო პროგრამა, სკოლების მასშტაბით პედაგოგების შერჩევა და ეს არის ადმინისტრაციულად მარტივად გასამართი სისტემა. მთავარია, შევძლოთ სახელმძღვანელოს შინაარსზე შეჯერება. თეორიულად, შესაძლებლად ვთვლი, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მოხდეს თუნდაც გარკვეული მუნიციპალიტეტების ფარგლებში სწავლების დაწყება", - განაცხადა ჯაშმა.
სკოლებში რელიგიის ისტორიის დაბრუნების შესაძლებლობაზე პირველად რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა "ინტერეპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30