გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია მეორე: მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია

26-01-2018

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განცხადებით, საქართველო და სერბეთი ერთი პრობლემის წინაშე დგას და თანადგომა აუცილებელია.

 

აღნიშნულის შესახებ ილია მეორემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ მაია გოიკოვიჩთან შეხვედრისას ბრძანა.

 

 „ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. ამას მოყვა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები, რომლებიც იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. დახმარება და თანადგომა აუცილებელია. ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება“, - ბრძანა ილია მეორემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031