გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფორმაცია, თითქოს 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონე საფასურს გადაიხდის, სინამდვილეს არ შეესაბამება

3-02-2019

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება-ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


უწყების ცნობით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე სურსათს განათავსებს.


”ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით, აღნიშნული ცვლილება სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას შეუწყობს ხელს. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და რეკომენდაციებს გაუწევენ“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930