4-02-2019
ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ ივრითზე ითარგმნა. პოემა გამომცემლობის Itay Bahur Publishing მიერ ისრაელში გამოიცა.
წიგნი პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ თარგმნა.
პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა.
ალუდა ქეთელაური ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პოემაა, რომელიც მან 1888 წელს დაწერა. პოემა მოგვითხრობს ხევსურების იმდროინდელ ადათ-წესებსა, ტრადიციებზე და საზოგადოების სულიერ მდგომარეობაზე.