გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
აზერბაიჯანის პარტია „ენი ზამანის“ ლიდერი: ჩვენ ნატოს გაფართოების წინააღმდეგნი ვართ, მით უმეტეს ჩვენი უშუალო მეზობლის ხარჯზე

7-02-2019

აზერბაიჯანული გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრება პარტია „ენი ზამანის“ („ახალი დრო“) ლიდერს მუსა აღაევს. კითხვები ეხება საერთაშორისო სიტუაციის შეფასებას, მოვლენათა პროგნოზებს... კერძოდ, ვენესუელის ამბებს, აშშ-ის გასვლას საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან, სომხეთის პოლიტიკას, საფრანგეთის პროსომხურ პოლიტიკას, ნატოს გაფართოებას...


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- ჩვენ არაერთხელ გვითქვამს იმის შესახებ, რომ ყარაბაღის საკითხში საფრანგეთს პროსომხურ პოზიცია აქვს დაკავებული. ეს ეხება საფრანგეთის ყველა ყოფილ პრეზიდენტს. რაც შეეხება ელისეის სასახლის ამჟამინდელ მეთაურს, ემანუელ მაკრონი „ტყავიდან ძვრება“, რომ სომხებს ასიამოვნოს. მაგალითად, მის მიერ ორიოდე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამიერიდან 24 აპრილი საფრანგეთში „სომხების გენოციდის“ „მსხვერპლთა“ ხსოვნის ეროვნულ დღედ აღინიშნება. რა კომენტარს გაუკეთებთ საფრანგეთის პრეზიდენტის ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას?


- საერთოდ საფრანგეთი მუდმივას პროსომხურ პოლიტიკას ატარებს. შეცდომა იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მინსკის ჯგუფში საფრანგეთის ჩართვა... თითქმის იგივე პოლიტიკას აქვს გერმანიასაც. რას უნდა ველოდოთ ჩვენ დასავლეთისა და ევროკავშირისაგან? კარგს არაფერს. აზერბაიჯანმა უნდა მოითხოვოს საფრანგეთის გარიცხვა ეუთოს მინსკის ჯგუფიდან.


- მაკედონიამ უკვე ხელი მოაწერა ნატოში გაწევრიანების ოქმს. თავის მხრივ, 6 თებერვალს, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვისაც ღია არისო. როგორია თქვენი აზრი მომხდარი ფაქტის მიმართ?


- ნატო აშშ-ის ხელში არსებული სამხედრო ინსტრუმენტია. საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიოზაციის დაშლის შემდეგ ნატოც უნდა დაშლილიყო (თვითგაუქმებას გამოაცხადებდა). ყოველ შემთხვევაში დასავლეთის იმდროინდელი ლიდერები ასეთ დაპირებებს იძლეოდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. ნატო არამხოლოდ დაიშალა, არამედ გაფართოება დაიწყო, ამ პროცესის მოწმენი დღესაც ვართ.


რატომ ფართოვდება ნატო? ვის წინააღმდეგ არის მიმართული სამხედრო ხარჯების ზრდა? რა თქმა უნდა, არა ირანის წინააღმდეგ, როგორც ამას ნატოელი გენერლები ირწმუნებიან. ალიანსი აგრესორის როლს ასრულებს. ეს აჩვენა იუგოსლავიის დაბომბვამ, ლიბიის, ერაყის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციებმა. როცა აცხადებენ, რომ ნატოს კარი საქართველოსთვისაც ღია არისო, ამით იენს სტოლტენბერგი და დასავლეთის ლიდერები ღიად ახდენენ დაძაბულობის პროვოცირებას სამხრეთ კავკასიაში.


ვფიქრობ, აზერბაიჯანი დაინტერესებული არ არის ნატოს ყოფნით ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე. უფრო პირდაპირ თუ ვიტყვით, ჩვენ ნატოს გაფართოების წინააღმდეგნი ვართ, მით უმეტეს ჩვენი უშუალო მოსაზღვრე მეზობლების ხარჯზე. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ, რომ სამხრეთ კავკასიაში ნატოს ინფრასტრუქტურა გაფართოვდეს, როგორი სახითაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი.



წყარო: «Новое время» (აზერბაიჯანი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930