გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თავის კონსტიტუციას იღებს დამოუკიდებლად და ამის შემდეგ ის საქართველოს პარლამენტში განიხილება

26-01-2018

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, თავის კონსტიტუციას იღებს დამოუკიდებლად და მხოლოდ ამისშემდეგ ერთვება პროცესში საქართველოს პარლამენტი, რომელიც ორგანული კანონით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისკონსტიტუციას“,-ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის შეკითხვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს მისაღებია და ეს განსხვავება დასაშვებია.

„ჩვენ ფორმალურადაც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ჩავერიოთ ამ პროცესში. თუმცა, ვადევნებთ თვალ-ყურს ამ პროცესს და ვიცით, რომინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 15 დეპუტატის არჩევას პროპორციული წესით, ხოლო 6 დეპუტატის არჩევას მაჟორიტარული წესით. ეს არის საბოლოო ჯამში, უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი. რაც შეეხება განსხვავებას ეს დასაშვებია. ჩვენ სხვა სისტემა გვაქვსიგივე ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ეს არის ხელისუფლების სამი სხვადასხვა დონე. შეიძლება სხვა ტიპის ჩატარდესთვითმმართველობისთვის, სხვა ტიპის აჭარისთვის და სხვა ტიპის საქართველოს პარლამენტისთვის. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებასსაბოლოოდ მიიღებს უმაღლესი საბჭო და ამის საფუძველზე უკვე კონსტიტუცია განიხილება საქართველოს პარლამენტში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031